გაკვეთილის გეგმები

ბიოლოგია  –   ქიმია
გაკვეთილის მთავარი თემა
საჭმლის მომნელებელი სისტემა
სწავლების საფეხური/კლასი
საბაზო საფეხურის  VIII კლასი.
ინტეგრირებული საგნები
ბიოლოგია – ქიმია.
მასწავლებლების სახელი და გვარი
ბიოლოგია – ვერიკო კაპანაძე.
  ქიმია –   მაია ტალახაძე.
მოსწავლეთა რაოდენობა/პროფილი
19 მოსწავლე,ს.ს.ს.მ. მოსწავლე არ არის.





გაკვეთილის მიზნები და შედეგები
 ბიოლოგია  –  გაკვეთილის მიზანია მოსწავლეებმა შეისწავლონ საჭმლის მომნელებელი სისტემის აგებულება.მოსწავლეებმა უნდა ამოიცნონ მოდელზე საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოები და დაასახელონ მათი ძირითადი ფუნქციები. შეადარონ პირის ღრუსა და კუჭში მიმდინარე პროცესები. დაკვირვების შედეგებიდან გამომდინარე , გააანალიზონ საჭმლის მომნელებელი ორგანოების მუშაობის სპეციფიკის თავისებურებანი.
 ქიმია – ჩატარებული ცდების შედეგების აღრიცხვით გამოიტანონ დასკვნა პირის ღრუში მიმდინარე პროცესებზე, დაუკავშირონ ქიმიური ნაერთები ადამიანის ორგანიზმს, ჩაატარონ ქიმიური ექსპერიმენტები.


სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
 ბიოლოგია – მოსწავლის წიგნი,მოსწავლის რვეული, პროექტორი, პრეზენტაცია პროგრამა Powerpoint –ში,ვიდეო რესურსი, ადამიანის ტორსის, სახის და ზედა ყბის მოდელები.ჯგუფური სამუშაოს რესურსი, 2 სინჯარა, კვერცხის ცილა, კუჭის წვენი.
ქიმია – 3 სინჯარა, ცარცი, აზოტმჟავა, გოგირდმჟავა, მარილმჟავა, ნატრიუმის ტუტე,  3 ფაიფურის თასი,   3 პიპეტი, ინდიკატორის ქაღალდი. დაფა, ცარცი.
შეფასების საგანი და პროცედურები
შეფასება ხდება წინასწარ განსაზღვრული სქემის მიხედვით.
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები ინდიკატორების მიხედვით
კვლ.VIII.1.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         აყალიბებს კვლევის მიზანს;
·         გამოთქვამს  მოსაზრებას/ვარაუდს;განსაზღვრავს  კვლევითი აქტივობების თანმიმდევრობას;
·         არჩევს სათანადო ხელსაწყოებს/ აღჭურვილობას/ინსტრუმენტებს;
კვლ.VIII.2.მოსწავლეს შეუძლია კვლევითი   პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·          იყენებს შესაბამის მასალას ან/და აღჭურვილობას და ატარებს დაგეგმილ ცდას უსაფრთხოების წესების დაცვით;
·         აწარმოებს  დაკვირვებას ან /და გაზომვებს,    აღრიცხავს მონაცემებს;
იყენებს სათანადო წესებს საკუთარი და სხვათა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 
კვლ.VIII.4. მოსწავლეს შეუძლია  მონაცემთა ანალიზი და შეფასება.

შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         აანალიზებს მონაცემებს  და გამოიტანს დასკვნებს;  
·         ადარებს  დასკვნებგამოთქმულ ვარაუდს;
ბიოლ.VIII.5.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს  ადამიანის ორგანიზმის  ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ასახელებს ადამიანის ორგანიზმის ქსოვილთა ძირითად ჯგუფებს. აღწერს მათი აგებულების თავისებურებებს და აკავშირებს შესასრულებელ ფუნქციებთან;
·           ილუსტრაციაზე ან მაკეტზე ამოიცნობს ადამიანის ორგანოთა სისტემებს და მსჯელობს მათ ფუნქციებზე (მაგ., ადამიანის ჩონჩხის ძირითადი ნაწილები, ზოგიერთი ძვალი და კუნთი);
·           აკავშირებს ცალკეულ ორგანოს შესაბამის ორგანოთა სისტემასთან და ასახელებს მის ძირითად ფუნქციებს;
ქიმ.VIII.9. მოსწავლეს შეუძლია  არაორგანულ ნაერთთა ძირითადი კლასების დახასიათება.                      
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ასხვავებს ერთმანეთისგან ოქსიდებს, მჟავებს, ფუძეებს (ტუტეებს)  და მარილებს, ადგენს მათ  ფორმულებს;
·         მსჯელობს და ასკვნის, რომ ფუძე ოქსიდს შეესაბამება ფუძე, მჟავა ოქსიდს _ მჟავა;
·         გეგმავს და ატარებს ცდებს და მისთვის ცნობილ მჟავებსა და მეტალებს შორის ურთიერთქმედების საფუძველზე მსჯელობს მეტალთა შედარებით აქტიურობაზე;
·          





გაკვეთილის მსვლელობა(45 წთ)
ბიოლოგია   აქტივობა 1.(2წთ) გონებრივი იერიშის მეთოდით წინარე ცოდნის გააქტიურება.
აქტივობა 2.(2წთ)  საჭმლის მომნელებელი მილის ზოგადი დახასიათება.
აქტივობა 3(2წთ)   მონელება პირის ღრუში, ნერწყვის შემადგენლობა.
ქიმია    აქტივობა 4(2წთ) ფუძის, ტუტის დახასიათება.
ბიოლოგია  აქტივობა 5. (2წთ)კბილების დახასიათება.
ქიმია აქტივობა 6. (3წთ) მჟავას დახასიათება.
აქტივობა 7. (3წთ)ცდა ქიმიაში  ცარცზე სხვადასხვა მჟავების  მოქმედება.
ბიოლოგია აქტივობა 8. (2წთ) საყლაპავის აგებულება.
აქტივობა 9. ( 2წთ) საკვების მონელება კუჭში.
აქტივობა 10.(2წთ) კუჭის წვენის შემადგენლობა.
ქიმია    აქტივობა 11. (3წთ) მარილმჟავას დახასიათება.
აქტივობა 12.( 5წთ) ცდა ქიმიაში  ნეიტრალიზაციის რეაქცია.
ბიოლოგია აქტივობა 13.(3წთ) ექსპერიმენტი კუჭის წვენის მოქმედება ცილაზე.
აქტივობა14.(2წთ)   მონელება 12გოჯა ნაწლავში.
აქტივობა 15.(2წთ) მონელება წვრილ ნაწლავში.
აქტივობა 16.(2წთ) მონელება მსხვილ ნაწლავში.
აქტივობა 17.(2წთ) ანიმაციური ვიდეოს ნახვა.
აქტივობა 18 (2წთ) ჯგუფური სამუშაო. საჭმლის მომნელებელი ორგანოების ფუნქციის ჩაწერა ცხრილში  მიცემული ილუსტრაციის მიხედვით.
აქტივობა 19. (1წთ)მოსწავლეთა შეფასება ქიმიაში.
აქტივობა 20. (1წთ)  მოსწავლეთა შეფასება ბიოლოგიაში.

კრიტერიუმი/
შკალა
(0 – 2)
(3-4)
 (5-6)
 (7-8)
 (9-10)
გააზრებული პასუხის გაცემა შეკითხვებზე
ვერ პასუხობს დასმულ შეკითხვებს
პასუხები გაუაზრებელი და არაადეკვატურია
შეკითხვებზე პასუხობს მასწავლებლის დახმარებით
ნაწილობრივ პასუხობს შეკითხვებზე
შეკითხვებზე პასუხობს გააზრებულად და სრულყოფილად
მონეწილეობა ექსპერიმენტის ჩატარებაში
არ მონაწილეობს ექსპერიმენტის ჩატარებაში
ცდილობის მონაწილეობა მიიღოს ექსპერიმენტის ჩატარებაში
ექსპერიმენტში მონაწილეობს მასწავლებლის დახმარებით
ნაწილობრის არის ჩართული ექსპერიმენტის ჩატარებაში
ექსპერიმენტს ატარებს დამოუკიდებლად
ცდის მონაცემთა ანალიზი და დასკვნების გამოტანა
ვერ აკეთებს მონაცემთა ანალიზს, არ შეუძლია დასკვნის გამოტანა

ცდილობს მონაცემთა ანალიზის გაკეთებას,ცდილობს დასკვნის გამოტანას
აკეთებს მონაცემთა ნაწილობრივ ანალიზს, გაკეთებული ნასკვნის ნაწილი არ არის მართებული

აკეთებს მონაცემთა ანალიზს
აკეთებს ძირითად დასკვნას

აკეთებს მონაცემთა ანალიზს, იყენებს მას პრაქტიკაში
აკეთებს ძირითად და გამომდინარე დასკვნებს

ჯგუფური სამუშაო
არ მონაწილეობს ჯგუფურ  მუშაობაში
ცდილობს მონაწილეობა მიიღოს ჯგუფურ მუშაობაში
მონაწილეობს ჯგუფურ მუშაობაში, ეხმარება ინფორმაციის შეგროვებაში
მონაწილეობს ჯგუფურ მუშაობაში, მონაწილეობას იღებს ძირითადი საკითხების დამუშავებაში
აქტიურად მონაწილეობა ჯგუფურ მუშაობაში და აქვს ლიდერის როლი
მთლიანი შთაბეჭდილება
არ არის ჩართული, ვერ გამოთქვამს საკუთარ აზრს, ვერ ახერხებს კონცენტრირებას, არ უსმენს სხვებს.
ცდილობს ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში და მოახდინოს კონცენტრაცია
იშვიათად გამოთქვამს საკუთარ აზრებს, ცდილობს კონცენტრირებას, მაგრამ ხშირად ეფანტება გონება, ყოველთვის არ უსმენს სხვებს
აქტიურია, მაგრამ ვერ შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი, გამოთქვამს აზრებს, მაგრამ აკლია დამაჯერებლობა, უსმენს, ცდილობს იყოს კორექტული
აქტიურია, შეაქვს დიდი წვლილი, ყველა საკითხზე აქვს თავისი აზრი, დამაჯერებელი და არგუმენტირებული. მთელი გაკვეთილი კონცენტრირებულია სამუშაოზე, ყურადღებით
პროექტის სახელწოდება: წყალი სიცოცხლეა
.
პროექტის მთავარი იდეა: მეტი ინფორმაციის მოპოვება სასმელი წყლის სისუფთავეზე.
პროექტის აქტუალობამოსწავლეები პროექტზე მუშაობისას მიღებულ ცოდნას გამოიყენებენ პრაქტიკაში და იზრუნებენ წყლის სისუფთავეზე.
პროექტის მიზნები:
v  მოსწავლეებს განუვითარდებათ პასუხისმგებლობის,თანამშრომლობის და პრეზენტაციის უნარი.
v  მოსწავლეები შეძლებენ ცოდნის ტრანსფერს.
v  მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ გარემომცველ გარემოზე ზრუნვის უნარ–ჩვევები.
მონაწილეთა ასაკი 13 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა  ერთი თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:
v  მოსწავლეთა ჯგუფი  ერთად ირჩევს სამუშაო თემას და გეგმავენ პროექტს.
v  მოსწავლეთა ჯგუფი ერთად მოიძიებს ინფორმაციას.
v  მოსწვლეთა ჯგუფი ერთად აკეთებენ სლაიდებს.
v  მოსწავლეები შექმნიან კედლის გაზეთს და გამოაკრავენ სკოლაში.
v  მოსწავლეები ამზადებენ ბუკლეტებს და გამოაკრავენ სკოლაში
პროექტისთვის საჭირო რესურსები: კომპიუტერი, პროგრამა Power point, პროექტორი, ფორმატის ქაღალდი, ფერადი ფანქრები, კალამი, მარკერები,
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები იყოფიან 3 ჯგუფად,ირჩევენ სამუშაო თემას და ინაწილებენ ფუნქციებს.
აქტივობა 1.პირველი ჯგუფი მოიპოვებს ინფორმაციას ინტერნეტში წყლის შესახებ. სასმელი წყლის სისუფთავეზე და მიღების გზებზე.მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციას კლასის წინაშე.
აქტივობა 2. მეორე ჯგუფი მოიძიებს ინტერნეტში ინფორმაციას წყლის დანიშნულებაზე,მდირარეებსა და მიყისქვეშა წყლებზე. მოსწავლეები აკეთებენ კედლის გაზეთს და გამოაკრავენ სკოლაში.
აქტივობა 3. მესამე ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას წყლის მნიშვნელობასა და დანიშნულებაზე ადამიანის ორგანიზმისთვის. დაამზედებენ ბუკლეტებს და გაავრცეკლებენ სკოლაში.
საგნებთან/საგნოგრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: 
ბიოლ .VII.3. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით.
კვლ. VIII.4.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.

პროექტის ხელმძღვანელი/ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: სსიპ ქ.ხაშურის მე-5 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი ვერიკო კაპანაძე, kapanadzeveriko@gmail.com




პროექტის სახელწოდება: მინერალური წყლები.
პროექტის მთავარი იდეა: მეტი ინფორმაციის მიღება ქართულ მინერალურ წყლებზე.
პროექტის აქტუალობამოსწავლეები გაეცნობიან ქართული მინერალური წყლების ისტორიას და მათ სამკურნალო თვისებებს.
პროექტის მიზნები:
v  მოსწავლეებს განუვითარდებათ პასუხისმგებლობის,თანამშრომლობის და პრეზენტაციის უნარი.
v  მოსწავლეები შეძლებენ ცოდნის ტრანსფერს.
v  მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს ბუნებრივი რესურსების მრავალფეროვნებას
მონაწილეთა ასაკი 15 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა  14 დღე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:
v  მოსწავლეთა ჯგუფი  ერთად ირჩევს სამუშაო თემას და გეგმავენ პროექტს.
v  მოსწავლეთა ჯგუფი ერთად მოიძიებს ინფორმაციას.
v  მოსწვლეთა ჯგუფი ერთად აკეთებე პრეზენტაციას
პროექტისთვის საჭირო რესურსები: კომპიუტერი, პროგრამა Power point, პროექტორი,  ქაღალდი, კალამი
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები იყოფიან 3 ჯგუფად,ირჩევენ სამუშაო თემას და ინაწილებენ ფუნქციებს.
აქტივობა 1.პირველი ჯგუფი მოიპოვებს ინფორმაციას ინტერნეტში  ზოგადად მინერალური წყლების შესახებ, რა არის მინერალური წყალი, რამდენი სახისაა და რისთვის გამოიყენება.
აქტივობა 2. მეორე ჯგუფი მოიძიებს ინტერნეტში ინფორმაციას მინერალურ წყალზე “ბორჯომი”, მისი ჩამოსხმის ისტორიაზე და მის გამოყენებაზე, მოპოვებულ ინფორმაციას წარმოადგენენ რეფერატის სახით.
აქტივობა 3. მესამე ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას მინერალურ წყალზე “ნაბეღლავი”, მის შემადგენლობასა და სამკურნალო თვისებებზე. მოპოვებულ ინფორმაციას წარმოადგენენ რეფერატის სახით.
საგნებთან/საგნოგრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: 
ბიოლ .VII.3. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით.
კვლ. VIII.4.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
პროექტის ხელმძღვანელი/ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:  სსიპ ქ.ხაშურის მე-5 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი ვერიკო კაპანაძე, kapanadzeveriko@gmail.com..





პროექტის სახელწოდება: ტყუპები.
პროექტის აქტუალობამოსწავლეემა განასხვავონ ერთმანეთისგან იდენტური და არაიდენტური ტყუპები.
პროექტის მიზნები:
v  მოსწავლეებს განუვითარდებათ პასუხისმგებლობის,თანამშრომლობის და პრეზენტაციის უნარი.
v  მოსწავლეები შეძლებენ ცოდნის ტრანსფერს.
v   
მონაწილეთა ასაკი 14 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა  14 დღე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:
v  მოსწავლეთა ჯგუფი  ერთად ირჩევს სამუშაო თემას და გეგმავენ პროექტს.
v  მოსწავლეთა ჯგუფი ერთად მოიძიებს ინფორმაციას.
v  მოსწავლეები მასალას წარმოადგენენ რეფერატის სახით.
პროექტისთვის საჭირო რესურსები: კომპიუტერი, პროგრამა Power point, პროექტორი,  ჟურნალი national geografic
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები იყოფიან 3 ჯგუფად,ირჩევენ სამუშაო თემას და ინაწილებენ ფუნქციებს.
აქტივობა 1.პირველი ჯგუფი მოიპოვებს ინფორმაციას იდენტური ტყუპების შესახებ, ინფორმაციის მოსაპოვებლად იყენებს ინტერნეტს და ჟურნალ national geographic-ს,  მასალას წარმოადგენენ რეფერატის სახით.
აქტივობა 2. მეორე ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას არაიდენტური ტყუპების შესახებ, გამოიყენებს ინტერნეტს და ჟურნალ national geographic-ს, მასალას წარმოადგენენ რეფერატის სახით.
აქტივობა 3. მესამე ჯგუფ მიოძიებს ინტერნეტში ინფორმაციას სიამის ტყუპების შესახებ, მასალას წარმოადგენენ რეფერატის სახით.
საგნებთან/საგნოგრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ბიოლ IX.6. ადგენს ადამიანში სქესის განსაზრვრის სქემას,ასახელებს ზოგიერთი დაავადების მიზეზებს.
კვლ .IX.3. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით.
კვლ. IX.4.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.

პროექტის ხელმძღვანელი/ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: სსიპ ქ. ხაშურის მე-5საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი ვერიკო კაპანაძე, kapanadzeveriko@gmail.com.


პროექტის სახელწოდება: ვაქცინები
პროექტის მთავარი იდეა: ვაქცინაციის მნიშვნელობის გააზრება
პროექტის მიზნები:
v  მოსწავლეებს განუვითარდებათ პასუხისმგებლობის,თანამშრომლობის და პრეზენტაციის უნარი.
v  მოსწავლეები შეძლებენ ცოდნის ტრანსფერს.
v  მოსწავლეები გააცნობიერებენ აცრების მნიშვნელობას ადამიანის ორგანიზმისათვის
მონაწილეთა ასაკი 13 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა  14 დღე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:
v  მოსწავლეთა ჯგუფი  ერთად ირჩევს სამუშაო თემას და გეგმავენ პროექტს.
v  მოსწავლეთა ჯგუფი ერთად მოიძიებს ინფორმაციას.
v  მოსწვლეთა ჯგუფი ერთად აკეთებე პრეზენტაციას
პროექტისთვის საჭირო რესურსები: კომპიუტერი, პროგრამა Power point, პროექტორი,  ქაღალდი, კალამი
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები იყოფიან 2 ჯგუფად,ირჩევენ სამუშაო თემას და ინაწილებენ ფუნქციებს.
აქტივობა 1.პირველი ჯგუფი მოიპოვებს ინფორმაციას ინტერნეტში  ვაქცინების შესახებ, რამდენი ჯგუფისაა ისინი და  როგორ გამოიყენება. მასალას წარმოადგენენ რეფერატის სახით.
აქტივობა 2. მეორე ჯგუფი მოიძიებს ინტერნეტში ინფორმაციას ვაქცინების სექმნის ისტორიაზე და იმუნიზაციის მნიშვნელობაზე. ჯგუფი აკეთებს პრეზენტაციას პროგრამა Power Point-ში და წარმოადგენს კლასის წინაშე.
საგნებთან/საგნოგრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: 
კვლ .VIII.3. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით.
კვლ. VIII.4.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
ბიოლ. VIII.9. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს ადამიანისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა

პროექტის ხელმძღვანელი/ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: სსიპ ქ.ხაშურის N 5 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი ვერიკო კაპანაძე, kapanadzeveriko@gmail.com.





გაკვეთილის მთავარი თემა
მჟავა,ფუძე,ინდიკატორი
მასწავლებლის სახელი და გვარი
ვერიკო კაპანაძე
სწავლების საფეხური/კლასი
საბაზო საფეხურის VII კლასი.
მოსწავლეთა რაოდენობა/პროფილი
18 მოსწავლე,ს.ს.ს.მ. მოსწავლე არ არის.





გაკვეთილის მიზნები და შედეგები
გაკვეთილის მიზანია მოსწავლეებმა გაიგონ რა არის მჟავა და ფუძე და როგორ გამოიყენება ყოველდგიურ ცხოვრებაში ეს ნივთიერებები.აგრეთვე მოსწავლეებმა მასწავლებლის დახმარებით უნდა ისწავლონ ინდიკატორების გამოყენებადა ნივთიერებების PH-ს განსაზღვრა.
მოსწავლეებს გაკვეთილის ბოლოს ეცოდინებათ მჟავასა და ფუძეს შორის განსხვავება,ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება.აგრეთვე ინდიკატორების რაობა და მათი საშუალებით ფუძისა და მჟავის  ამოცნობა. ნივთიერებების PH-ს განსაზღვრა.



ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნები და შედეგები
ბუნ VII.1 მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და ეტაპები.ბუნ VII.11მოსწავლეს შეუძლია მარტივი ქიმიური რეაქციების აღწერა.
ბუნ VII. 12მოსწავლეს შეუძლია მჟავებისა და ფუძეების განსხვავება მათი თვისებების მიხედვით.
ბუნ VII.13მოსწავლეს შეუძლია ხსნარების თავისებურებების შესახებ მსჯელობა.


წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებმა იციან რა არის ხსნარი,რისგან შედგება და როგორ ხდება მათი მომზადება. იციან ლაბორატორიაში მუშაობის წესები.იციან ვირტუალურ ლაბორატორიაში და პროგრამა Word-ში მუშაობა.


სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
მოსწავლის წიგნი,მოსწავლის რვეული, 3 სინჯარა,სინჯარების სადგამი,წყალი,მარილი,სოდა,ლიმონმჟავას კრისტალები,უნივერსალური ინდიკატორის ქაღალდი.3 კომპიუტერი.ქიმიის ვირტუალური ლაბორატორია. პროგრამაWord.
შეფასების საგანი და პროცედურები
შეფასება ხდება წინასწარ განსაზღვრული სქემის მიხედვით




გაკვეთილის მსვლელობა(45 წთ)
A ფაზა (გამოწვევა).
აქტივობა 1.(5 წთ)მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად იწყებს პრაქტიკულ სამუშაოს,მათი დახმარებით აკეთებს მარილის,სოდის და ლიმონმჟავას წყალხსნარებს,შემდეგ სინჯარებს ალაგებს ისე რომ მოსწავლეებმა არ იციან რომელ სინჯარაში რომელი ხსნარია.
აქტივობა 2.(3 წთ)მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს: როგორ გაიგებთ  რომელ სინჯარაში რომელი ხსნარია?  რამდენიმე მოსწავლე პასუხობს თავის აზრს.
აქტივობა 3.(2 წთ)მასწავლებელი იღებსუნივერსალური ინდიკატორის ქაღალდს და ჩადებს თითოეულ სინჯარაში,მოსწავლეები  ხედავენ როგორ შეიცვლის ქაღალდი ფერს.
Bფაზა (შინაარსის ფლობა).
აქტივობა 4. (10წთ)მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს რა არის მჟავა და ფუძე და რა თვისებები აქვს ამ ხსნარებს.უხსნის რა არის ინდიკატორი,რამდენი სახისაა და როგორ გამოიყენება.
აქტივობა 5.(5 წთ)მასწავლებელი მოსწავლეებს თხოვს დაასახელონ ყოველდღიურ ცხოვრებაში მჟავასა და ფუძეს გამოყენება.მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით ჩამოთვლიან მათთვის ცნობილ მოვლენებს.
C ფაზა (განმტკიცება).
აქტივობა 6. (10წთ)მასწავლებელი იყენებს ჯგუფური მუშაობის მეთოდს,მოსწავლეები იყოფიან 3 ჯგუფად და იწყებენ ქიმიის ვირტუალურ ლაბორატორიაში მუშაობას, მოსწავლეები  ნახულობენ   როგორ იცვლის ფერს ინდიკატორები მჟავის და ფუძის ხსნარში.
აქტივობა 7.(8 წთ)თთოეული ჯგუფი პროგრამა Word-ში აკეთებს ცხრილს მჟავასა და ფუძის ხსნარში ინდიკატორების ფერის ცვლილებაზე და ადარებენ ცხრილებს ერთმანეთს.
აქტივობა 8.(2 წთ)მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს საშინაო დავალებას,მოსწავლის წიგნი გვ 87. მოსწავლის რვეული გვ.36.



კრიტერიუმი/
შკალა
დაბალი(3-4)
საშუალო (5-6)
კარგი (7-8)
მაღალი (9-10)
პრეზენტაციის ვიზუალური ნაწილი
მოუწესრიგიბელია,არ შეესაბამება შინაარსს.
მოწესრიგებულია,ვიზუალური მასალა ნაკლებად შეესაბამება შინაარსს.
მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია,შეესაბამება პრეზენტაციის შინაარსს.
ზუსტად შეესაბამება შინაარსის ყოველ კომპონენტს.
ორიგინალობა
დასტურდება პლაგიატის ელემენტები.
მინიმალურად ორიგინალური.
საკმარისად ორიგინალური.
მთლიანად ორიგინალური.
დავალებასთან შესაბამისობა
საერთოდ არ შეესაბამება დავალებას.
მიჰყვება ინსტრუქციიდან მხოლოდ ზოგიერთს.
მიჰყვება ინსტრუქციას, თუმცა ზოგჯერ ზედაპირულად.
ყველა ინსტრუქცია გათვალისწინებულია,დავალება სრულყოფილად არის შესრულებული.
მთლიანი შთაბეჭდილება
მიზანი არ არის მიღწეული,ან მოთხოვნების უმრავლესობა არ არის გათვალისწინებული.
მინიმალურად არის მიღწეული დასახული მიზანი,გათვალისწინებულია ზოგიერთი მოთხოვნა.
მიღწეულია გარკვეული მიზანი,მოთხოვნა,ზოგადად გათვალისწინებულია.
ყველა მიზანი სრულად არის მიღწეული.
ქიმიის ვირტუალურ ლაბორატორიაში მუშაობა
არ იცის ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენება.ვერ პოულობს საჭირო ხელსაწყოებს.
მასწავლებლის მითითებით მუშაობს ვირტუალურ ლაბორატორიაში.იცის საჭირო ხელსაწყოების პოვნა, მაგრამ ვერ ცნობს ხსნარებს და ინდიკატორებს.
დამოუკიდებლად მუშაობს ვირტუალურ ლაბორატორიაში, პოულობს საჭირო ხელსაწყოებს და ცნობს ხსნარებს, მაგრამ  საჭიროებს მასწავლებლის დახმარებას ინდიკატორების ამოცნობაში.
იცის ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენება დამოუკიდებლად. პოულობს საჭირო ხელსაწყოებს, ცნობს ხსნარებს და ინდიკატორებს.

No comments:

Post a Comment