Tuesday, April 30, 2013

პრეზენტაცია- მინერალური წყლები

პროექტი - წყალი სიცოცხლეა

პროექტის სახელწოდება: წყალი სიცოცხლეა.
პროექტის მთავარი იდეა: მეტი ინფორმაციის მოპოვება სასმელი წყლის სისუფთავეზე.
პროექტის აქტუალობამოსწავლეები პროექტზე მუშაობისას მიღებულ ცოდნას გამოიყენებენ პრაქტიკაში და იზრუნებენ წყლის სისუფთავეზე.
პროექტის მიზნები:
v  მოსწავლეებს განუვითარდებათ პასუხისმგებლობის,თანამშრომლობის და პრეზენტაციის უნარი.
v  მოსწავლეები შეძლებენ ცოდნის ტრანსფერს.
v  მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ გარემომცველ გარემოზე ზრუნვის უნარ–ჩვევები.
მონაწილეთა ასაკი 13 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა  ერთი თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:
v  მოსწავლეთა ჯგუფი  ერთად ირჩევს სამუშაო თემას და გეგმავენ პროექტს.
v  მოსწავლეთა ჯგუფი ერთად მოიძიებს ინფორმაციას.
v  მოსწვლეთა ჯგუფი ერთად აკეთებენ სლაიდებს.
v  მოსწავლეები შექმნიან კედლის გაზეთს და გამოაკრავენ სკოლაში.
v  მოსწავლეები ამზადებენ ბუკლეტებს და გამოაკრავენ სკოლაში
პროექტისთვის საჭირო რესურსები: კომპიუტერი, პროგრამა Power point, პროექტორი, ფორმატის ქაღალდი, ფერადი ფანქრები, კალამი, მარკერები,
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები იყოფიან 3 ჯგუფად,ირჩევენ სამუშაო თემას და ინაწილებენ ფუნქციებს.
აქტივობა 1.პირველი ჯგუფი მოიპოვებს ინფორმაციას ინტერნეტში წყლის შესახებ. სასმელი წყლის სისუფთავეზე და მიღების გზებზე.მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციას კლასის წინაშე.
აქტივობა 2. მეორე ჯგუფი მოიძიებს ინტერნეტში ინფორმაციას წყლის დანიშნულებაზე,მდირარეებსა და მიყისქვეშა წყლებზე. მოსწავლეები აკეთებენ კედლის გაზეთს და გამოაკრავენ სკოლაში.
აქტივობა 3. მესამე ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას წყლის მნიშვნელობასა და დანიშნულებაზე ადამიანის ორგანიზმისთვის. დაამზედებენ ბუკლეტებს და გაავრცეკლებენ სკოლაში.
საგნებთან/საგნოგრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: 
ბიოლ .VII.3. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით.
კვლ. VIII.4.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.

პროექტის ხელმძღვანელი/ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: სსიპ ქ.ხაშურის მე-5 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი ვერიკო კაპანაძე, kapanadzeveriko@gmail.com.

პრეზენტაცია-წყალი სიცოცხლეა

Sunday, April 28, 2013

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა
მჟავა,ფუძე,ინდიკატორი
მასწავლებლის სახელი და გვარი
ვერიკო კაპანაძე
სწავლების საფეხური/კლასი
საბაზო საფეხურის VII კლასი.
მოსწავლეთა რაოდენობა/პროფილი
18 მოსწავლე,ს.ს.ს.მ. მოსწავლე არ არის.





გაკვეთილის მიზნები და შედეგები
გაკვეთილის მიზანია მოსწავლეებმა გაიგონ რა არის მჟავა და ფუძე და როგორ გამოიყენება ყოველდგიურ ცხოვრებაში ეს ნივთიერებები.აგრეთვე მოსწავლეებმა მასწავლებლის დახმარებით უნდა ისწავლონ ინდიკატორების გამოყენებადა ნივთიერებების PH-ს განსაზღვრა.
მოსწავლეებს გაკვეთილის ბოლოს ეცოდინებათ მჟავასა და ფუძეს შორის განსხვავება,ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება.აგრეთვე ინდიკატორების რაობა და მათი საშუალებით ფუძისა და მჟავის  ამოცნობა. ნივთიერებების PH-ს განსაზღვრა.



ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნები და შედეგები
ბუნ VII.1 მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და ეტაპები.ბუნ VII.11მოსწავლეს შეუძლია მარტივი ქიმიური რეაქციების აღწერა.
ბუნ VII. 12მოსწავლეს შეუძლია მჟავებისა და ფუძეების განსხვავება მათი თვისებების მიხედვით.
ბუნ VII.13მოსწავლეს შეუძლია ხსნარების თავისებურებების შესახებ მსჯელობა.


წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებმა იციან რა არის ხსნარი,რისგან შედგება და როგორ ხდება მათი მომზადება. იციან ლაბორატორიაში მუშაობის წესები.იციან ვირტუალურ ლაბორატორიაში და პროგრამა Word-ში მუშაობა.


სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
მოსწავლის წიგნი,მოსწავლის რვეული, 3 სინჯარა,სინჯარების სადგამი,წყალი,მარილი,სოდა,ლიმონმჟავას კრისტალები,უნივერსალური ინდიკატორის ქაღალდი.3 კომპიუტერი.ქიმიის ვირტუალური ლაბორატორია. პროგრამაWord.
შეფასების საგანი და პროცედურები
შეფასება ხდება წინასწარ განსაზღვრული სქემის მიხედვით




გაკვეთილის მსვლელობა(45 წთ)
A ფაზა (გამოწვევა).
აქტივობა 1.(5 წთ)მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად იწყებს პრაქტიკულ სამუშაოს,მათი დახმარებით აკეთებს მარილის,სოდის და ლიმონმჟავას წყალხსნარებს,შემდეგ სინჯარებს ალაგებს ისე რომ მოსწავლეებმა არ იციან რომელ სინჯარაში რომელი ხსნარია.
აქტივობა 2.(3 წთ)მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს: როგორ გაიგებთ  რომელ სინჯარაში რომელი ხსნარია?  რამდენიმე მოსწავლე პასუხობს თავის აზრს.
აქტივობა 3.(2 წთ)მასწავლებელი იღებსუნივერსალური ინდიკატორის ქაღალდს და ჩადებს თითოეულ სინჯარაში,მოსწავლეები  ხედავენ როგორ შეიცვლის ქაღალდი ფერს.
Bფაზა (შინაარსის ფლობა).
აქტივობა 4. (10წთ)მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს რა არის მჟავა და ფუძე და რა თვისებები აქვს ამ ხსნარებს.უხსნის რა არის ინდიკატორი,რამდენი სახისაა და როგორ გამოიყენება.
აქტივობა 5.(5 წთ)მასწავლებელი მოსწავლეებს თხოვს დაასახელონ ყოველდღიურ ცხოვრებაში მჟავასა და ფუძეს გამოყენება.მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით ჩამოთვლიან მათთვის ცნობილ მოვლენებს.
C ფაზა (განმტკიცება).
აქტივობა 6. (10წთ)მასწავლებელი იყენებს ჯგუფური მუშაობის მეთოდს,მოსწავლეები იყოფიან 3 ჯგუფად და იწყებენ ქიმიის ვირტუალურ ლაბორატორიაში მუშაობას, მოსწავლეები  ნახულობენ   როგორ იცვლის ფერს ინდიკატორები მჟავის და ფუძის ხსნარში.
აქტივობა 7.(8 წთ)თთოეული ჯგუფი პროგრამა Word-ში აკეთებს ცხრილს მჟავასა და ფუძის ხსნარში ინდიკატორების ფერის ცვლილებაზე და ადარებენ ცხრილებს ერთმანეთს.
აქტივობა 8.(2 წთ)მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს საშინაო დავალებას,მოსწავლის წიგნი გვ 87. მოსწავლის რვეული გვ.36.

შეფასების სქემა

კრიტერიუმი/
შკალა
დაბალი(3-4)
საშუალო (5-6)
კარგი (7-8)
მაღალი (9-10)










პრეზენტაციის ვიზუალური ნაწილი
მოუწესრიგიბელია,არ შეესაბამება შინაარსს.
მოწესრიგებულია,ვიზუალური მასალა ნაკლებად შეესაბამება შინაარსს.
მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია,შეესაბამება პრეზენტაციის შინაარსს.
ზუსტად შეესაბამება შინაარსის
ყოველ კომპონენტს
ორიგინალობა
დასტურდება პლაგიატის ელემენტები.
მინიმალურად ორიგინალური.
საკმარისად ორიგინალური.
მთლიანად ორიგინალური.
დავალებასთან შესაბამისობა
საერთოდ არ შეესაბამება დავალებას.
მიჰყვება ინსტრუქციიდან მხოლოდ ზოგიერთს.
მიჰყვება ინსტრუქციას, თუმცა ზოგჯერ ზედაპირულად.
ყველა ინსტრუქცია
გათვალისწინებულია,
  დავალება სრულყოფილად
არის შესრულებული.
მთლიანი შთაბეჭდილება
მიზანი არ არის მიღწეული,ან მოთხოვნების უმრავლესობა არ არის გათვალისწინებული.
მინიმალურად არის მიღწეული დასახული მიზანი,გათვალისწინებულია ზოგიერთი მოთხოვნა.
მიღწეულია გარკვეული მიზანი,მოთხოვნა,ზოგადად გათვალისწინებულია.
ყველა მიზანი სრულად არის
 მიღწეული.
ქიმიის ვირტუალურ ლაბორატორიაში მუშაობა
არ იცის ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენება.ვერ პოულობს საჭირო ხელსაწყოებს.
მასწავლებლის მითითებით მუშაობს ვირტუალურ ლაბორატორიაში.იცის საჭირო ხელსაწყოების პოვნა, მაგრამ ვერ ცნობს ხსნარებს და ინდიკატორებს.
დამოუკიდებლად მუშაობს ვირტუალურ ლაბორატორიაში, პოულობს საჭირო ხელსაწყოებს და ცნობს ხსნარებს, მაგრამ  საჭიროებს მასწავლებლის დახმარებას ინდიკატორების ამოცნობაში.
იცის ვირტუალური ლაბორატორიის
გამოყენება
დამოუკიდებლად. პოულობს საჭირო
 ხელსაწყოებს
ცნობს ხსნარებს და ინდიკატორებს.