Tuesday, April 30, 2013

პროექტი - წყალი სიცოცხლეა

პროექტის სახელწოდება: წყალი სიცოცხლეა.
პროექტის მთავარი იდეა: მეტი ინფორმაციის მოპოვება სასმელი წყლის სისუფთავეზე.
პროექტის აქტუალობამოსწავლეები პროექტზე მუშაობისას მიღებულ ცოდნას გამოიყენებენ პრაქტიკაში და იზრუნებენ წყლის სისუფთავეზე.
პროექტის მიზნები:
v  მოსწავლეებს განუვითარდებათ პასუხისმგებლობის,თანამშრომლობის და პრეზენტაციის უნარი.
v  მოსწავლეები შეძლებენ ცოდნის ტრანსფერს.
v  მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ გარემომცველ გარემოზე ზრუნვის უნარ–ჩვევები.
მონაწილეთა ასაკი 13 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა  ერთი თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:
v  მოსწავლეთა ჯგუფი  ერთად ირჩევს სამუშაო თემას და გეგმავენ პროექტს.
v  მოსწავლეთა ჯგუფი ერთად მოიძიებს ინფორმაციას.
v  მოსწვლეთა ჯგუფი ერთად აკეთებენ სლაიდებს.
v  მოსწავლეები შექმნიან კედლის გაზეთს და გამოაკრავენ სკოლაში.
v  მოსწავლეები ამზადებენ ბუკლეტებს და გამოაკრავენ სკოლაში
პროექტისთვის საჭირო რესურსები: კომპიუტერი, პროგრამა Power point, პროექტორი, ფორმატის ქაღალდი, ფერადი ფანქრები, კალამი, მარკერები,
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები იყოფიან 3 ჯგუფად,ირჩევენ სამუშაო თემას და ინაწილებენ ფუნქციებს.
აქტივობა 1.პირველი ჯგუფი მოიპოვებს ინფორმაციას ინტერნეტში წყლის შესახებ. სასმელი წყლის სისუფთავეზე და მიღების გზებზე.მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციას კლასის წინაშე.
აქტივობა 2. მეორე ჯგუფი მოიძიებს ინტერნეტში ინფორმაციას წყლის დანიშნულებაზე,მდირარეებსა და მიყისქვეშა წყლებზე. მოსწავლეები აკეთებენ კედლის გაზეთს და გამოაკრავენ სკოლაში.
აქტივობა 3. მესამე ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას წყლის მნიშვნელობასა და დანიშნულებაზე ადამიანის ორგანიზმისთვის. დაამზედებენ ბუკლეტებს და გაავრცეკლებენ სკოლაში.
საგნებთან/საგნოგრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: 
ბიოლ .VII.3. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით.
კვლ. VIII.4.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.

პროექტის ხელმძღვანელი/ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: სსიპ ქ.ხაშურის მე-5 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი ვერიკო კაპანაძე, kapanadzeveriko@gmail.com.

No comments:

Post a Comment