Sunday, April 28, 2013

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა
მჟავა,ფუძე,ინდიკატორი
მასწავლებლის სახელი და გვარი
ვერიკო კაპანაძე
სწავლების საფეხური/კლასი
საბაზო საფეხურის VII კლასი.
მოსწავლეთა რაოდენობა/პროფილი
18 მოსწავლე,ს.ს.ს.მ. მოსწავლე არ არის.





გაკვეთილის მიზნები და შედეგები
გაკვეთილის მიზანია მოსწავლეებმა გაიგონ რა არის მჟავა და ფუძე და როგორ გამოიყენება ყოველდგიურ ცხოვრებაში ეს ნივთიერებები.აგრეთვე მოსწავლეებმა მასწავლებლის დახმარებით უნდა ისწავლონ ინდიკატორების გამოყენებადა ნივთიერებების PH-ს განსაზღვრა.
მოსწავლეებს გაკვეთილის ბოლოს ეცოდინებათ მჟავასა და ფუძეს შორის განსხვავება,ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება.აგრეთვე ინდიკატორების რაობა და მათი საშუალებით ფუძისა და მჟავის  ამოცნობა. ნივთიერებების PH-ს განსაზღვრა.



ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნები და შედეგები
ბუნ VII.1 მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და ეტაპები.ბუნ VII.11მოსწავლეს შეუძლია მარტივი ქიმიური რეაქციების აღწერა.
ბუნ VII. 12მოსწავლეს შეუძლია მჟავებისა და ფუძეების განსხვავება მათი თვისებების მიხედვით.
ბუნ VII.13მოსწავლეს შეუძლია ხსნარების თავისებურებების შესახებ მსჯელობა.


წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებმა იციან რა არის ხსნარი,რისგან შედგება და როგორ ხდება მათი მომზადება. იციან ლაბორატორიაში მუშაობის წესები.იციან ვირტუალურ ლაბორატორიაში და პროგრამა Word-ში მუშაობა.


სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
მოსწავლის წიგნი,მოსწავლის რვეული, 3 სინჯარა,სინჯარების სადგამი,წყალი,მარილი,სოდა,ლიმონმჟავას კრისტალები,უნივერსალური ინდიკატორის ქაღალდი.3 კომპიუტერი.ქიმიის ვირტუალური ლაბორატორია. პროგრამაWord.
შეფასების საგანი და პროცედურები
შეფასება ხდება წინასწარ განსაზღვრული სქემის მიხედვით




გაკვეთილის მსვლელობა(45 წთ)
A ფაზა (გამოწვევა).
აქტივობა 1.(5 წთ)მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად იწყებს პრაქტიკულ სამუშაოს,მათი დახმარებით აკეთებს მარილის,სოდის და ლიმონმჟავას წყალხსნარებს,შემდეგ სინჯარებს ალაგებს ისე რომ მოსწავლეებმა არ იციან რომელ სინჯარაში რომელი ხსნარია.
აქტივობა 2.(3 წთ)მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს: როგორ გაიგებთ  რომელ სინჯარაში რომელი ხსნარია?  რამდენიმე მოსწავლე პასუხობს თავის აზრს.
აქტივობა 3.(2 წთ)მასწავლებელი იღებსუნივერსალური ინდიკატორის ქაღალდს და ჩადებს თითოეულ სინჯარაში,მოსწავლეები  ხედავენ როგორ შეიცვლის ქაღალდი ფერს.
Bფაზა (შინაარსის ფლობა).
აქტივობა 4. (10წთ)მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს რა არის მჟავა და ფუძე და რა თვისებები აქვს ამ ხსნარებს.უხსნის რა არის ინდიკატორი,რამდენი სახისაა და როგორ გამოიყენება.
აქტივობა 5.(5 წთ)მასწავლებელი მოსწავლეებს თხოვს დაასახელონ ყოველდღიურ ცხოვრებაში მჟავასა და ფუძეს გამოყენება.მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით ჩამოთვლიან მათთვის ცნობილ მოვლენებს.
C ფაზა (განმტკიცება).
აქტივობა 6. (10წთ)მასწავლებელი იყენებს ჯგუფური მუშაობის მეთოდს,მოსწავლეები იყოფიან 3 ჯგუფად და იწყებენ ქიმიის ვირტუალურ ლაბორატორიაში მუშაობას, მოსწავლეები  ნახულობენ   როგორ იცვლის ფერს ინდიკატორები მჟავის და ფუძის ხსნარში.
აქტივობა 7.(8 წთ)თთოეული ჯგუფი პროგრამა Word-ში აკეთებს ცხრილს მჟავასა და ფუძის ხსნარში ინდიკატორების ფერის ცვლილებაზე და ადარებენ ცხრილებს ერთმანეთს.
აქტივობა 8.(2 წთ)მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს საშინაო დავალებას,მოსწავლის წიგნი გვ 87. მოსწავლის რვეული გვ.36.

No comments:

Post a Comment