Saturday, May 18, 2013

პროექტი - მინერალური წყლები

პროექტის სახელწოდება: მინერალური წყლები.
პროექტის მთავარი იდეა: მეტი ინფორმაციის მიღება ქართულ მინერალურ წყლებზე.
პროექტის აქტუალობამოსწავლეები გაეცნობიან ქართული მინერალური წყლების ისტორიას და მათ სამკურნალო თვისებებს.
პროექტის მიზნები:
v  მოსწავლეებს განუვითარდებათ პასუხისმგებლობის,თანამშრომლობის და პრეზენტაციის უნარი.
v  მოსწავლეები შეძლებენ ცოდნის ტრანსფერს.
v  მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს ბუნებრივი რესურსების მრავალფეროვნებას
მონაწილეთა ასაკი 15 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა  14 დღე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:
v  მოსწავლეთა ჯგუფი  ერთად ირჩევს სამუშაო თემას და გეგმავენ პროექტს.
v  მოსწავლეთა ჯგუფი ერთად მოიძიებს ინფორმაციას.
v  მოსწვლეთა ჯგუფი ერთად აკეთებე პრეზენტაციას
პროექტისთვის საჭირო რესურსები: კომპიუტერი, პროგრამა Power point, პროექტორი,  ქაღალდი, კალამი
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები იყოფიან 3 ჯგუფად,ირჩევენ სამუშაო თემას და ინაწილებენ ფუნქციებს.
აქტივობა 1.პირველი ჯგუფი მოიპოვებს ინფორმაციას ინტერნეტში  ზოგადად მინერალური წყლების შესახებ, რა არის მინერალური წყალი, რამდენი სახისაა და რისთვის გამოიყენება.
აქტივობა 2. მეორე ჯგუფი მოიძიებს ინტერნეტში ინფორმაციას მინერალურ წყალზე “ბორჯომი”, მისი ჩამოსხმის ისტორიაზე და მის გამოყენებაზე, მოპოვებულ ინფორმაციას წარმოადგენენ რეფერატის სახით.
აქტივობა 3. მესამე ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას მინერალურ წყალზე “ნაბეღლავი”, მის შემადგენლობასა და სამკურნალო თვისებებზე. მოპოვებულ ინფორმაციას წარმოადგენენ რეფერატის სახით.
საგნებთან/საგნოგრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: 
ბიოლ .VII.3. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით.
კვლ. VIII.4.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.

პროექტის ხელმძღვანელი/ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:  სსიპ ქ.ხაშურის მე-5 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი ვერიკო კაპანაძე, kapanadzeveriko@gmail.com.

No comments:

Post a Comment