- პროექტის სახელწოდება: დიაბეტი.
პროექტის მთავარი იდეა: მეტი ინფორმაციის მიღება დიაბეტის შესახებ.
პროექტის აქტუალობა: პროექტზე მუშაობისას შეძენილ ცოდნას და უნარ-ჩვევებს მოსწავლეები გამოიყენებენ პრაქტიკულად.
პროექტის მიზნები:
v მოსწავლეებს განუვითარდებათ პასუხისმგებლობის,თანამშრომლობის და პრეზენტაციის უნარი.
v მოსწავლეები შეძლებენ ცოდნის ტრანსფერს.
v მოსწავლეები საკუთარ ორგანიზმზე და გარშემომყოფებზე დაკვირვებით შეეცდებიან ახნან პანკრეასის მოქმედების მექანიზმი.
მონაწილეთა ასაკი 14 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა 7 დღე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:
v მოსწავლეთა ჯგუფი ერთად ირჩევს სამუშაო თემას და გეგმავენ პროექტს.
v მოსწავლეთა ჯგუფი ერთად მოიძიებს ინფორმაციას.
v მოსწვლეთა ჯგუფი ერთად აკეთებენ სლაიდებს და დიაგრამებს.
v მოსწავლეები შექმნიან კედლის გაზეთს და გამოაკრავენ სკოლაში.
v მოსწავლეები განახორციელებენ პროექტს და აკეთებენ პრეზენტაციას.
პროექტისთვის საჭირო რესურსები: კომპიუტერი, პროგრამა Power point,პროგრამა Excel, პროექტორი, ფორმატის ქაღალდი, ფერადი ფანქრები, კალამი, მარკერები, ინტრვიუ ექიმ ენდოკრინოლოგთან.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები იყოფიან 4 ჯგუფად,ირჩევენ სამუშაო თემას და ინაწილებენ ფუნქციებს.
აქტივობა 1 .პირველი ჯგუფი ირჩევს სამუშაო თემად შაქრიან დიაბეტს, მოიძიებენ მასალას დაავადების შესახებ ინრენეტში, გაესაუბრებიან ენდოკრინოლოგს დაავადების რისკ-ჯგუფებზე და მის პრევენციაზე,აგრეთვე იღებენ მისგან ინფორმაციას სისხლში შაქრის დონის განსაზღვრის მეთოდებზე. აკეთებენ პრეზენტაციას პროგრამა Power point-ში კლასის წინაშე.
აქტივობა 2 . მეორე ჯგუფი ირჩევს სამუშაო თემად უშაქრო დიაბეტს, მოიძიებენ მასალას ინტერნეტში დაავადების შესახებ,გაესაუბრებიან ენდოკრინოლოგს დაავადების რისკ-ჯგუფებზე და მის პრევენციაზე, აკეთებენ პრეზენტაციას კლასის წინაშე პროგრამა Power point-ში .
აქტივობა 3 . მესამე ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას დიაბეტითდაავადებულთა ასაკზე,გამოყოფს ასაკობრივ ჯგუფებს და ადგენს შეიმჩნევა თუ არა ამ დაავადების ზრდის ტენდენცია რომელიმე ასაკობრივ ჯგუფში. მოსწავლე გაესაუბრება ენდოკრინოლოგს და ყველა ამ ინფორმაციის საფუძველზე აგებენ სვეტოვან დიაგრამას პროგრამა Excel-ში. შემდეგ აკეთებენ პრეზენტაციას.
აქტივობა 4 . მეოთხე ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას საქართველოში დიაბეტით დაავადებულთა შესახებ,ხორციელდება თუ არა რაიმე პროგრამა ჩვენს ქვეყანაში მათ დასახმარებლად. ერთერთი მოსწავლე გაესაუბრება ენდოკრინოლოგს და იღებს მისგან ინფორმაციას. შემდეგ სტატისტიკურ მონაცემებს წარმოადგენს კლასის წინაშე.
აქტივობა 5. მთელი კლასი შეაჯერებს მათ მიერ მოპოვებულ ყველა ინფორმაციას, აკეთებენ კედლის გაზეთს და გამოაკრავენ სკოლაში.
საგნებთან/საგნოგრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ბიოლ. VIII. 6 .მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს ადამიანის ორგანიზმზე მარეგულირებელი სისტემის მნიშვნელობა.
ბიოლ . VIII. 6.2. საკუთარ თავზე აკვირდება ორგანიზმში განვითარებულ პროცესებს გარემოს ცვლად პირობებში და მსჯელობს ენდოკრინული სისტემის მნიშვნელობაზე.
კვლ. VIII.4. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
პროექტის ხელმძღვანელი/ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: მე-5 სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი ვერიკო კაპანაძე, kapanadzeveriko@gmail.com.
Monday, May 20, 2013
პროექტი დიაბეტი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment